ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა
28-06-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ტრადიციულად წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში დირექტორის, ნატალია კეჭეხმაძეს ხელმძღვანელობით არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობა გაიმართა.

ამჯერადაც, სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაასრულეს, რომლის ფარგლებში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა აქტივობები გაიმართა.

დირექტორმა, ნატალია კეჭეხმაძემ მოსწავლეებს სასწავლო წლის დასრულება განსაკუთრებული სითბოთი მიულოცა.

„ბედნიერ ზაფხულს და შემოდგომაზე ღიმილიან შეხვედრას გისურვებთ!“, - აღნიშნულია მილოცვაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203