შუაფარცხმის საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელებმა სკოლის შენობის მაკეტი შექმნეს
28-06-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელეს. მათ შორის, მეშვიდეკლასის მოსწავლეებმა თანამედროვე სკოლის შენობის შიდა სქემა და მაკეტი შექმნეს.
„my dream school“ - არაკომფორტული საკლასო ოთახები, ლაბორატორიების არარსებობა, ნაკლები რესურსები, ასეთ შეუსაბამო გარემო ქმნის ახალ იდეებს, ხოლო იდეებს განახორციელებს მოტივირებული ბავშვები.
მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მაკეტი და თანამედროვე სკოლის შენობის შიდა სქემა. თითოეული ნაბიჯი გაწერეს დეტალურად და დღეს სკოლის ფოიეში წარადგინეს აუდიტორიის წინაშე.
მათ პირველი ნაბიჯები გადადგეს მაკეტების დამზადებაში. ასეთი სახის პროექტი მათთვის უცხო იყო. ვფიქრობთ მომავალში კიდევ უფრო დავხვეწოთ და მეტად ორიგინალური სახით წარმოვადგინოთ სხვადასხვა პროექტები.
მადლობა ჩემს დაუზარელ და გვერდში მდგომ მეშვიდე კლასელებს. თითოეულმა მათგანმა, უდიდესი წვლილი შეიტანა ამ პროექტის წარდგენაში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს