შუაფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო პოსტერების შექმნისთვის დაჯილდოვდნენ
28-06-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები არაერთ საინტერესო გათამაშებასა თუ პროექტში აქტიურად მონაწილეობდნენ.
მათ, შორის იყო english book education, macmillan education - ს წინასააღდგომო გათამაშება, რომელშიც ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ.
მეოთხე და მეცხრე კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პოსტერი - აღდგომის დღესასწაული დიდ ბრიტანეთსა და საბერძნეთში, რომელიც განსხვავებული ტრადიციებით აღინიშნება.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს macmillan education - ის სერტიფიკატები გადაეცათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო