ნინოწმინდის N4 სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს
28-06-2022

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

სასწავლო წლის დასრულება სკოლაში დაწყებითი კლასების (II,III,IV) ღონისძიებით აღინიშნა.

მოსწავლეებმა მაყურებელს სიმღერები, ცეკვები, ლექსები და ჩრდილების მინი თეატრალური დადგმა წარუდგინეს.

მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203