„მსოფლიო საოცრებები“- პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითი აქტივობა
28-06-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებმა არაერთ საინტერესო, შემეცნებით პრეზენტაციასა და კედლის გაზეთზე დიდი ხალისით იმუშავეს.
მათ შორის, აღსანიშნავია, მოსწავლეების შექმნილი კედლის გაზეთი - „მსოფლიო საოცრებები“, რომელზეც ბავშვებმა დიდი გულმოდგინებით იმუშავეს.
აღსანიშნავია, რომ კედლის გაზეთზე მოსწავლეებმა თემის ირგვლივ ყველა საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაიტანეს; ასევე, მის გაფორმებაზეც ხალისით იმუშავეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო