„ორგანულ ნაერთთა მრავალფეროვნება - ჰომოლოგია“ - ქსნის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა საინტერესო პრეზენტაცია
28-06-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცეს. მოსწავლეებიც ხალისით იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობდნენ. 

მათ შორის, მე-9 კლასის მოსწავლეებმა ქიმიაში მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე - „ორგანულ ნაერთთა მრავალფეროვნება- ჰომოლოგია“.

იყო მსჯელობა და დისკუსია ორგანულ ნაერთთა გამოყენებაზე და მათ მნიშვნელობაზე. აქტივობას პედაგოგი დოდო ჭოტორლიშვილი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203