ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის სამ მოსწავლეს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის სტიპენდია მიენიჭა
28-06-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის სამი მოსწავლე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა. 

მოსწავლეებს პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის სახელობის სტიპენდია მიენიჭათ. 

პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის სახელობის ,,მოსწავლეთა სტიპენდიის'' ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მინდია დიასამიძემ, წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.

პროგრამა ითვალისწინებდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეების (X-XI-XII კლასი) დაფინანსებას, რომელთაც საერთო შეფასება 9.8 და მეტი ჰქონდათ.

პროგრამის ფარგლებში 54 განცხადება წარადგინეს, საიდანაც 54-ვე დაკმაყოფილდა.

ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთაგან სტიპენდიანტები გახდნენ :

  • თათია კოკობინაძე;
  • ნათია ჯიჯავაძე;
  • შოთა სოლომონიძე.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და სტიპენდიის მოპოვებას ულოცავენ. 

„გილოცავთ, ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლა ამაყობს თქვენით!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203