„ჩემი ოცნების პარკი“ - თბილისის N117 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება
28-06-2022
თბილისის N117 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები პედაგოგების ხელმძღვანელობით საინტერესო კომპლექსურ დავალებებზე აქტიურად მუშაობდნენ.

მათ შორის, მე-82 კლასის მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებაზე - „ჩემი ოცნების პარკი“ - გეომეტრიული ფიგურები ყოველდღიურ ცხოვრებაში ხალისით იმუშავეს.

მერვეკლასელებმა სხვადასხვა სახის ნამუშევრები: ნახაზები ფორმატებზე, მაინკრაფტში შექმნილი მოდელები და ასევე აპლიკაციები წარადგინეს.

მოსწავლეების პედაგოგი ლია გორგაძე გახლავთ.

„საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს, რომ რეკრეაციული ზონები, მწვანე სივრცეები და გასართობი პარკები ხელს უწყობენ ადამიანების ფიზიკური აქტივობის გაზრდას, ამცირებენ სტრესს და ასევე ალამაზებენ დასახლებულ ადგილებს.

მოსწავლეებს შევთავაზე კომპლექსური დავალება, რომლის პირობაშიც მოიაზრებოდა გასართობი პარკის შექმნა, გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ასევე, ნამუშევარი ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203