თბილისის N103 სკოლის მეოთხეკლასელთა დაუვიწყარი ოთხი წელი და დამრიგებლის სამახსოვრო საჩუქარი ბავშვებს
28-06-2022
თბილისის N103 საჯარო სკოლის IV კლასის ​ მოსწავლეებისთვის 2021-2022 სასწავლო წელი დასრულდა და მომდევნო საფეხურზე წარმატებით გადავიდნენ.

მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს ემოციურად დაემშვიდობნენ, რადგან ოთხი წლის განმავლობაში მათთვის არაერთი საინტერესო, სახალისო და დასამახსოვრებელი აქტივობა განხორციელდა.

პედაგოგმა ეკატერინე ჯაფარიძემ ასეთი თბილი სიტყვებით დაულოცა გზა თავის პატარებს:

„ჩემო პატარებო, გილოცავთ IV კლასის დასრულებას. გისურვებთ უამრავ წარმატებულ სასწავლო წელს. ყოველთვის თქვენს გვერდით მიგულეთ, მიყვარხართ ძალიან, ძალიან. გკოცნით, თქვენი ეკა მასწავლებელი“, - ვკითხულობთ პედაგოგის წერილში.

აღსანიშნავია, რომ მეოთხეკლასელებს პედაგოგმა, ვიდეორგოლის სახით სამახსოვრო საჩუქარი მოუმზადა. ვიდეორგოლში ერთად გატარებული და განხორციელებული აქტივობები იყო თავმოყრილი, რომლებიც ბავშვებისთვის მუდამ სასიამოვნო გასახსენებელი იქნება.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203