დაგვას საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი შუშანა ჯაფარიძე მუნიციპალურ კონფერენციაზე წარმატებით წარდგა
28-06-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სკოლის პედაგოგები საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ყოველთვის აქტიურად ზრუნავენ და სწორედ ამ მიზნით, სხვადასხვა კონფერენციებში მონაწილეობენ.
მათ შორის, აღსანიშნავია მათემატიკის წამყვანი მასწავლებელის, შუშანა ჯაფარიძის ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ კონფერენციაში მონაწილეობა.
პედაგოგის მოხსენებამ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც ქოუჩის და მონაწილეებისგან, ასევე ბათუმის მასწავლებელთა სახლის დირექტორისგან.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგმა, შუშანა ჯაფარიძემ მუნიციპალურ კონფერენციაში - „ინოვაციები სწავლა-სწავლების პროცესში“ წარმატებული მონაწილეობისთვის სერტიფიკატი დაიმსახურა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს