
ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით და ნაყოფიერად დამთავრდა. სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავდნენ, გამონაკლისი არც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ყოფილა.
დღესასწაულთან დაკავშირებით სკოლაში მოეწყო მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა.
მე-2 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა მუსიკალური ნომრები. მე-3 კლასელებმა კი ფერადი ცარცებით მოხატეს სკოლის ეზო.
იხილეთ ფოტოები: