თბილისის N124 საჯარო სკოლიდან 2022 წლის კურსდამთავრებულები საზეიმო ვითარებაში გააცილეს
28-06-2022
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N124 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა და მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.

მეთორმეტეკლასელებს პედაგოგებმა თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერებიც დაუტოვეს და სკოლიდან გააცილეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203