გორას საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუვიწყარი გასვლითი ტური
28-06-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორას საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებისთვის არაერთი საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობა განხორციელდა.
მათ შორის, აღსანიშნავია, მოსწავლეებისთვის მოწყობილი გასვლითი შემეცნებითი ტური, რომელიც ბავშვებისთვის მეტად დასამახსოვრებელი იყო.
„პედაგოგებმა, ბავშვებს კიდევ ერთი ბედნიერი და ხალისიანი დღე აჩუქეს... ალბათ, არ არსებობს პედაგოგისთვის იმაზე დიდი ბედნიერება, როცა უყურებ მოსწავლეების გაბრწყინებულ და ბედნიერ თვალებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს