თბილისის N61 სკოლის მოსწავლეებმა ნაყოფიერი ოთხი წელი საზეიმოდ დაასრულეს
28-06-2022

თბილისის N61 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. წლის მანძილზე პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან, როგორც საგანმანათლებლო და შემეცნებით ისე გასართობ ღონისძიებებს სთავაზობდნენ და მათი ნიჭისა და ცოდნის წარმოჩენასა და წახალისებას ცდილობდნენ. 

მათ შორის, აუცილებლად აღსანიშნავია, მე-4 კლასის მოსწავლეთა ღონისძიება.

მეოთხე კლასის დასრულებასთან დაკავშირებით, კლასის დამრიგებელმა, ცირა ადამიამ განახორციელა მცირე აქტივობა სკოლის ეზოში. პედაგოგმა მოსწავლეებს საზეიმო გარემო შესთავაზა - ეზო მორთო ჰელიუმის ბუშტებით, ბავშვებმა მუსიკის თანხლებით წარმოადგინეს მცირე ფლეშმობები, ერთმანეთს მაისურებზე სიმბოლური წარწერები და მილოცვები დაუტოვეს. 

მასწავლებელმა თითოეულ მოსწავლეს გადასცა სახალისო ნომინაციების აღმნიშვნელი სიგელები (ნომინაციები: „საუკეთესო მკითხველი“,„საუკეთესო მხატვარი“, „ყველაზე ზრდილობიანი“, „ყველაზე გონებამახვილი“ და ა.შ) ღონისძიების ბოლოს გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და კეთილი სურვილებით დაემშვიდობნენ ერთმანეთს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203