მთისძირის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით თემაზე ვიქტორინა გაიმართა
28-06-2022

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, სასწავლო წლის მანძილზე დირექცია და პედაგოგები მოზარდებს არაერთ ღონისძიებასა და აქტივობას სთავაზობდნენ. 

მათ შორის სკოლაში ვიქტორინა გაიმართა, რომელიც გარემოსდაცვით თემატიკას მიეძღვნა. აქტივობის მიზანი მოსწავლეებში მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. შეკითხვების დიდი ნაწილი გარემოს დაცვას ეხებოდა.

ვიქტორინაში აქტიური მონაწილეობა სკოლის უფროსკლასელებმა მიიღეს და საკმაოდ სერიოზული კონკურენციაც გაუწიეს ერთმანეთს.

საბოლოოდ 3 გამარჯვებული გამოვლინდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203