ბოხვაურის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ნინი გირკელიძემ ესეების კონკურსში წარმატებას მიაღწია
27-06-2022

გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობასა და ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. 

წარმატებას მიაღწია სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ნინი გირკელიძემ. 

ის „ახალი  განათლების" მიერ გამოცხადებულ კონკურსში „დაწერე მინიატურა“ მონაწილეობდა. მისმა ნამუშევარმა „არასდროს დამავიწყდები“ ნომინაციაში - „ჟიურის რჩეული" გაიმარჯვა.

მისი ნამუშევარი „ახალი განათლების“ ნომერში გამოქვეყნდა. 

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„ათ საუკეთესო მინიატურაში, რომელიც „ახალი განათლების"  2022 წლის  22 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა, ნინი გირკელიძის მინიატურა პირველია.
ვულოცავთ ნინისა და მისი ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ მასწავლებელს, თამარ ყურაშვილს, ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203