თბილისის N103 სკოლის პედაგოგი დალი ფეიქრიშვილი etaloni.ge-სთან წარმატებული თანამშრომლობისთვის დაჯილდოვდა
27-06-2022

თბილისის N103 საჯარო სკოლის პედაგოგი დალი ფეიქრიშვილი საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა - etaloni.ge სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დიპლომით დააჯილდოვა.

დალი ფეიქრიშვილი სკოლის სახელის ღირსეულად წარმოსაჩენად etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობს და ცოდნის პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგას.

„უღრმესი მადლობა ასეთი დაფასებისათვის“,- გვწერს პედაგოგი. 

სკოლაში პედაგოგის დაფასება ახარებთ და დიპლომს ულოცავენ.

„თბილისის N103 საჯარო სკოლა ულოცავს პედაგოგ დალი ფეიქრიშვილს Etaloni.ge-სთან აქტიური თანამშრომლობისთვის მიღებულ დიპლომს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203