ხევაშენის საჯარო სკოლის პედაგოგმა, მაკა ჩალიგავამ STEM მენტორების სასწავლო კურსი წარმატებით გაიარა
27-06-2022
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი დიდი წარმატებით დასრულდა.
2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისში STEM მენტორთა შესარჩევი კონკურსიდან რეგისტრირებულ 450 პედაგოგს შორის 40 პედაგოგი შეირჩა. მათ შორის იყო ხევაშენის საჯარო სკოლის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი მაკა ჩალიგავა.
პროექტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს საგრანტო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
მასწავლებლებმა სწავლება მენტორების: ბატონი დავით სონღულაშვილის, უტა კილასონიას და მარეხ მაზანაშვილის დახმარებით გაიარეს.
STEM მენტორების კურსის პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა.
ექვსთვიანი სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ 40-მა STEM პედაგოგმა STEM სწავლებისთვის საჭირო კომპლექტი - ARDUINO Kits მიიღო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო