ხაშმის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო სპორტულ-გასართობი ფესტივალი გაიმართა
27-06-2022

რევაზ ინანიშვილის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი მნიშვნელობა ექცევა. ამ მიზნით სასწავლო წლის მანძილზე დირექცია და პედაგოგები მოზარდებს არაერთ აქტივობსა თუ ღონისძიებას სთავაზობდნენ.

მათ შორის, სკოლაში გაიმართა შიდასასკოლო ფესტივალი „მხიარულ სტარტებში“. სხვადასხვა სპორტულ თამაშებში ერთმანეთს მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე კლასები ეჯიბრებოდნენ. 

ღონისძიებას სპორტის პედაგოგი ნათია კაჭკაჭიშვილი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203