მულახის საჯარო სკოლის მოსწავლე ბექა ქურდიანი საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებული და სტიპენდიანტია
27-06-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი დიდი წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები პედაგოგების ხელმძღვანელობითა და დირექციის სრული მხარდაჭერით სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობდნენ.

მათ შორის, მოსწავლის ბექა ქურდიანის დიდი წარმატებაა, რომელიც პროექტ „დიდგორელის“ გამარჯვებული და მის ფარგლებში, 6 თვიანი სტიპენდიის მფლობელი გახდა.

„მადლობას ვუხდით: ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეს, ბექა ქურდიანს, ისტორიის პედაგოგს, ჯორჯი გუჯეჯიანს, მულახის საჯარო სკოლის დირექტორს, ნელი გუჯეჯიანს, პროექტის განმახორციელებელ, ირაკლი მიქიანს და პროექტის მხარდამჭერს, ირმა ჯაჭვლიანს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203