ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგ შორენა ოჩხრიკიძეს etaloni.ge-მ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის დიპლომი გადასცა
27-06-2022

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგი შორენა ოჩხრიკიძე საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა - etaloni.ge სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დიპლომებით დააჯილდოვა.

შორენა ოჩხრიკიძე სკოლის სახელის ღირსეულად წარმოსაჩენად etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობს და ცოდნის პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგას.

„უღრმესი მადლობა ასეთი მოულოდნელი სიურპრიზისთვის! წარმატებებს და ნაყოფიერ მუშაობას გისურვებთ! მეხალისება თქვენთან თანამშრომლობა! ყოველთვის გულისხმიერებას იჩენთ და ჩემს მიერ მოწოდებულ არცერთ მასალას არ ტოვებთ ყურადღების მიღმა! ძალიან კარგ საქმეს ემსახურებით! იშვიათად უთმობს მასმედია და სოციალური ქსელები ადგილს განათლების სფეროს, არა და ბავშვებია ჩვენი ქვეყნის მომავალი!  უდიდეს საქმეს ეწევით, სტიმულს აძლევთ სკოლებს იაქტიურონ და თავი გამოიჩინონ, უფრო საინტერესო გახადონ სასკოლო ცხოვრება! უღრმესი მადლობა!“,- გვწერს პედაგოგი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...