თბილისის N61 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა საბავშვო მწერალს უმასპინძლეს
27-06-2022

თბილისის N61 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე, სასწავლო წლის განმავლობაში, ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავდნენ.

სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა იმართებოდა. მათ შორის იყო შეხვედრა მწერალ თამარ გეგეშიძესთან. 

მე-6 და მე-6 კლასის მოსწავლეები მწერლის დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ, მათ მისი წიგნები „სული-ჩიტი“ და „საშლელები“ წინასწარ წაიკითხეს. 

შეხვედრა საინტერსო და ნაყოფიერი იყო. მის მიმდინარობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა სტუმარს გაუზიარეს წიგნებით მიღებული შთაბეჭდილებები. ბავშვებმა საყვარელი ავტორისგან ბევრ კითხვაზე მიიღეს პასუხი, მათი განსაკუთრებული ინტერესი კი თამარ გეგეშიძის ახალმა წიგნმა - „ჩუმად უნდა იჯდე“, გამოიწვია.

მეექვსეკლასელთა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლალი ბედუკაძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203