„შენ ჩვენი სიამაყე ხარ“- წყალტუბოს N2 სკოლის მოსწავლე საბა გველესიანის სპორტული წარმატება
27-06-2022
მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ წარმატებას მიაღწიეს.
სკოლის მოსწავლე საბა გველესიანი წარმატებული ძიუდოისტია. ის საქართველოს ძიუდოსტთა ჭაბუკთა ნაკრების წევრია. ნაკრებმა კი ევროპის გუნდურ შერეულ (ვაჟები/ქალები) ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საბა გვალესიანი -81 კგ კატეგორიაში ასპარეზეობს. მისი კლასის დამრიგებელი თინათინ ჩიხლაძეა. სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„მისი მწვრთნელები არიან ლაშა ბზიკაძე, სკოლის ფიზიკური აღზრდია მასწავლებელი, ტარიელ გველესიანი, გურამ ზურაბიანი. სკოლა ულოცავს საბას და საქართველოს ნაკრებს წარმატებით გამოსვლას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებას. საბა, შენ ჩვენი სიამაყე ხარ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს