ფშაველის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ხუტუაშვილი ფოტოკონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დასაჩუქრდა
27-06-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლის მოსწავლეები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობასა და ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. 

მე-10 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ხუტუაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მხარდაჭერილ პროექტში „ჩემი დანახული კახეთი“ მონაწილეობდა, 

აღნიშნული ფოტოკონკუსი თელავში სავაჭრო ცენტრ „თელავი მოლში“ „ალტას“ ოფისში გაიმართა. 

მისმა ფოტომ დიდი მოწონება დაიმსახურა და საჩუქარიც გადაეცა.

სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„კონკურსის მონაწილეთა თემატური ფოტოებს შორის ნიკოლოზ ხუტუაშვილის მიერ გადაღებული ფოტოც მოწონებულ იქნა,  ამისათვის ნიკოლოზს გადაეცა საჩუქრად მობილურის აქსესუარი Mi 18W Fast Charge Power Bank 3.  
ვულოვავთ  ნიკოლოზს კონკურსში მონაწილეობას და მისი პირობების მიხედვით, მისთვის გადაცემულ საჩუქარს,  ვუსეურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203