„გამოწვევების ოთხი წელი“ - სიყვარულის, ბედნიერების, ნიჭიერების ზეიმი და ნაყოფიერი წლების შეჯამება მეორე სვირის N1 სკოლაში
27-06-2022

აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში ნაყოფიერი სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დირექციამ და პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცეს. მოსწავლეებიც ინტერესით იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობდნენ. 

სასწავლო წლის ბოლოს სკოლაში გამართული ღონისძიებებიდან აუცილებლად აღსანიშნავია, მეოთხეკლასელთა ღონისძიება - „გამოწვევების ოთხი წელი“. 

სიყვარულის, ბედნიერების, ნიჭიერების ზეიმი იყო ​სკოლაში - მეოთხეკლასელებმა სასკოლო საზოგადოება შესაძლებლობებით გააოცეს. ლექსს სიმღერა ცვლიდა, სიმღერას - ცეკვა. სამსახიობო მონაცემებმა მოლოდინს გადააჭარბა.

მიწვეულმა სტუმრებმა: ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გზა დაულოცეს.

„უდიდესი ღვაწლი, შრომა, ამაგია თითოეულ მოსწავლეში მშობლების, მასწავლებლების, მადლობა თითოეულ მათგანს. განსაკუთრებული ძალისხმევა ამ ღონისძიების სულისჩამდგმელს, პატარების უსაყვარლეს დამრიგებელ ხათუნა ლოჩოშვილს მიუძღვის. დაგელოცოთ გზა ლაბირინთებისკენ პატარა ქართველებო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203