შრომის საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელთა მრავალფეროვანი გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
27-06-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
ამასთან დაკავშირებით, სკოლაში მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით დატვირთული გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
ღონისძიებას მასწავლებლები, მშობლები და მოწვეუილი სტუმრები: ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა შუშტაკაშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი ესწრებოდნენ.
ბოლოს, დირექციამ მოსწავლეებს სიგელები გადასცა.
„ღონისძიების მთავარ თემად აღებული იყო 4 სიტყვა: სკოლა, აი-ია, მასწავლებელი, სამშობლო, რომელიც ბავშვებმა განავრცეს და გაშალეს საინტერესოდ. ასევე მნიშვნელოვანი იყო მშობელთა ჩართულობაც, დედებმა შვილებთან ერთად იცეკვეს ვალსი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს