ვარდისუბნის საჯარო სკოლის პედაგოგი ხათუნა ასანიძე etaloni.ge-სთან ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დაჯილდოვდა
27-06-2022

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის პედაგოგი ხათუნა ასანიძე საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა - etaloni.ge სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დიპლომებით დააჯილდოვა.

ხათუნა ასანიძე სკოლის სახელის ღირსეულად წარმოსაჩენად etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობს და ცოდნის პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგას.

„უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის, წლებია ვთანამშრომლობ თქვენს გუნდთან. სიმართლე გითხრათ ამ დრომდე ასეთი შეფასება არ მქონია, ეს დიდი მოტივაციაა ჩემთვის და დარწმუნებული ვარ თითოეული პედაგოგისთვისაც. მე მეტს შევძლებ მომავალში, როცა შრომა გიფასდება, სტიმულიც გეძლევა, უღრმესი მადლობა“,-გვწერს პედაგოგი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203