მიქელეფონის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა იმიტირებული ლიტერატურული სასამართლო პროცესი გამართეს
27-06-2022

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე, სასწავლო წლის განმავლობაში, ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავდნენ.

პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობდნენ.

მე-9 კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, პედაგოგმა ქეთევან მგალობლიშვილმა ღია გაკვვეთილი ჩაატარა.

სასწავლო პროექტი - ლიტერატურული სასამართლო, სახელწოდებით „ბავშვებს ნუ დავუნგრევთ ცხოვრებას, მშობლებო“ ომით გამოწვეულ პრობლემებსა და ოჯახში ძალადობას მიეძღვნა. 

აქტივობაზე მუშაობისას მოსწავლეებმა მოვალეობები გადაინაწილეს, შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს და საკუთარი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. გაიმართა დისკუსიაც, სადაც პრობლემა დეტალურად განიხილეს და თავიანთი აზრი დააფიქსირეს.

მათ მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, მოწმისა და სხვა ფიგურანტების როლები გადაინაწილეს.

„პრობლემა,რომელიც მოსწავლეების მიერ შეირჩა, ნუგზარ შატაიძის მოთხრობის ,,მოგზაურობა აფრიკაში" შესწავლამ გამოიწვია. ტექსტმა მრავალ საკითხზე დააფიქრა ბავშვები, მათ დაახარისხეს პრობლემები, გამოყვეს მათთვის ყველაზე აქტუალური და მტკივნეული და გამართეს დისკუსია. აქვე დაიბადა ლიტერატურული სასამართლოს იდეაც. პროექტის ფარგლებში განაწილდა და განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები: მოიძიეს და უყურეს რამდენიმე, იმიტირებულ სასამართლო პროცესს, გაარკვიეს სასამართლო პროცესში მონაწილეთა: ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის, მოწმის და სხვაპირთა ფუნქცია-მოვალეობები, შეისწავლეს იურიდიული ტერმინოლოგია, მოთხრობის ტექსტის გათვალისწინებით, შეასრულეს ყველა იურიდიული პროცედურა. სიმბოლურია, რომ ,,მოძალადე დედა " ბავშვებმა დასასჯელად ვერ გაიმეტეს, მაგრამ დაგმეს მისი და ზოგადად ამგვარი ქმედება ოჯახებში და ბავშვის ინტერესები დაიცვეს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეებმა ისე კარგად მოირგეს როლები და ისეთი ინტერესითა და გულმოდგინეობით მოეკიდნენ თავიანთ მოვალეობას, რომ პროცესი ნამდვილს ჰგავდა და მათ არ გასჭირვებიათ ცოდნის ტრანსფერი.პროექტზე მუშაობა და წარდგენა იმდენად სასიამოვნო და საინტერესო აღმოჩნდა , რომ რამდენიმე მოსწავლემ გადაწყვიტა, სერიოზულად იფიქროს ამ პროფესიაზე“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203