ქუთაისის N40 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე მარიამ ადაიშვილმა ვიზუალური პროგრამირების ერთკვირიანი კურსი წარმატებით გაიარა
27-06-2022
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. 

მე-6 კლასის მოსწავლე მარიამ ადაიშვილმა Scratch Week 2022-ის ვიზუალური პროგრამირების 1 კვირიანი საიბულეო კურსი გაიარა. მასში, საქართველოს მასშტაბით, სულ 53 მონაწილე იყო ჩართული. 

მათ შემაჯამებელ ღონისძიებაზე პროექტები წარადგინეს და ორენოვანი სერტიფიკატით დაჯილდოვდნენ.

სკოლა ულოცავს მას ამ წარმატებას და წინსვლას უსურვებს.

„მარიამ გილოცავ, გამორჩეულო, ნიჭიერო, მიზანდასახულო და მოტივირებულო
წარმატებები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203