ხევაშენის საჯარო სკოლის მოხალისეთა კლუბმა სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელა
27-06-2022
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებოდნენ. 

სკოლაში ჩამოყალიბდა „ჰელფინგ ჰენდის მოხალისეთა კლუბი“. მისმა ლიდერებმა თათია მსხვილიძემ, ხატია მსხვილიძემ და კლუბის წევრებმა, პროფესიონალი მხატვრების დახმარებით, სკოლის კედელები მოხატეს. 

მათი ნახატები ჰიგიენისა და მოხალისეობის შესახებ იყო. 

გარდა ამისა, კლუბის ლიდერების ინიციატივით, მკერავმა შეკერა თოჯინები , რომელთა გამოყენებითაც ადიგენის მუნიციპლიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში სპექტაკლი დადგეს. წარმოდგენას ადიგენის მუნიციპალიტეტისა და რესურსცენტრის წარმომადგემლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ კლუბი განსაკუთრებული აქტიურობითა და საინტერესო ღონისძიებებით გამოირჩევა.

„ნახატებით კიდევ ერთხელ მოუწოდეს სკოლის საზოგადოებას ჰიგიენის დაცვისა და მოხალისეობრივი საქმიანობისაკენ.
პროექტში სკოლა 15 თებერვლიდან ჩაერთო და ამ პერიოდის განმავლობაში, ჰიგიენის კლუბმა ძალიან ბევრი საინტერესო საქმიანობა განახორციელა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203