ულაშლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ღონისძიებით შეაჯამეს
27-06-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებისთვის სკოლაში ტრადიციულად საინტერესო და მრავალფეროვანი გარემო იყო შექმნილი.
სწავლის დასრულება ბავშვებმა პედაგოგებისა და დირექციის ხელშეწყობით აღნიშნეს. საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს გაწეული შრომისა და ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადეს და სასწავლო წელი ღონისძიებით შეაჯამეს.
„გილოცავთ, სასწავლო წლის დასრულებას“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს