„საინტერესო, ემოციური და დასამახსოვრებელი„ - კიროვაკანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუვიწყარი შემაჯამებელი გაკვეთილი
27-06-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლაში საწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

ამასთან დაკავშირებით,მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეების ჩართულობით, სომხურ ენაში შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა. 

მოსწავლეებმა შესწავლილი მასალა გაიხსენეს და წარადგინეს. მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და ტექსტები წაიკითხეს. ისინი აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

მას მშობლიური ენის პედაგოგი ანთარამ კარაგოზიანი უძღვებოდა.

„ეს დღე იყო ბავშვებისთვის საინტერესო, ემოციური  და დასამახსოვრებელი„ - ამბობს პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203