ჭიათურის N7 სკოლის მეშვიდეკლასელებმა სასწავლო წელი „იდეების კონკურსით“ შეაჯამეს
27-06-2022

ჭიათურის N7 საჯარო სკოლაში ნაყოფიერი 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

საინტერესოდ და მხიარულად შეაჯამა სასწავლო წელი ჭიათურის N7 საჯაროს სკოლის მე-7 კლასმა.

ქართულის მასწავლებლის ორგანიზებითა და მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით გაიმართა - „იდეების კონკურსი“. ამ მხიარულ სკეტჩში ყველა მოსწავლე მონაწილეობდა: ზოგი ჟიურის წევრის, ზოგი წამყვანის, ზოგი კი იდეების წარმდგენისა და ანალიტიკოსი საზოგადოების როლში.

იდეები იყო სახალისო და ამასთანავე საზრიანი. გამარჯვებულს გადაეცა სიმბოლური მილიონლარიანი ჩეკი (რა თქმა უნდა, ხუმრობით). მეორეადგილოსანი აპლიკანტი კი, რომელსაც ტვინების სამრეცხაოს იდეა ჰქონდა, უკმაყოფილო დარჩა და შეფასებას უსამართლო უწოდა, ხოლო საზოგადოებას დაუფიქრებელი. ეს სცენარით გათვალისწინებული დაპირისპირება მშვიდობიანად გადაწყდა და მაყურებლის გამხიარულება გამოიწვია.

მე-7 კლასმა ბოლოს საინტერესო და შინაარსიანი არდადეგები უსურვა მთელ სკოლას და ხალისიანი სიმღერით სექტემბრამდე დაემშვიდობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203