etaloni.ge-მ უჯარმის საჯარო სკოლის პედაგოგები დააჯილდოვა
24-06-2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლის პედაგოგები - ეკა კიბაბიძე, ხატია გორელაშვილი, ნანა ნიკოლაშვილი საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა - etaloni.ge სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დიპლომებით დააჯილდოვა.

ეს ის პედაგოგები არიან, რომლებიც სკოლის სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობენ და ცოდნის პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგანან. 

„მადლობა ყურადღებისთვის,თანამშრომლობისთვის და დიპლომებისთვის“,- გვწერენ პედაგოგები. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203