ქუთაისის N16 სკოლის პედაგოგი მაია ფხაკაძე სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში წარმატებული თანამშრომლობისთვის etaloni.ge-მ დააჯილდოვა
24-06-2022

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის პედაგოგი მაია ფხაკაძე საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა - etaloni.ge სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დიპლომებით დააჯილდოვა.

მაია ფხაკაძე სკოლის სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობს და ცოდნის პოპულარიზაციის ეროვნულ საქმეში ჩვენს გვერდით დგას.

პედაგოგს ჯილდო სკოლის ღვაწლმოსილმა პედაგოგმა ლალი მილორავამ გადასცა.

„მადლობას გიხდით ჩემი შრომის დაფასებისთვის. „ეტალონი“ ჩვენთვის არის ცოდნის გამოყენების უნარ- ჩვევების შეფასებისა და გაუმჯობესების უნიკალური შესაძლებლობა, სიხარულით ვაშუქებ ყველა წარმატებულ ეპიზოდს, რომელიც ეხება ქუთაისის N 16 საჯარო სკოლის ცხოვრებას. მე კიდევ უფრო ბედნიერი გამხადა იმ ფაქტმა, რომ თქვენი ჯილდო სკოლის ღვაწლმოსილმა პედაგოგმა ქალბატონმა ლალი მილორავამ გადმომცა“,- გვწერს მაია ფხაკაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203