ვაზიანის საჯარო სკოლის პედაგოგი ნატალია ქარჩაიძე etaloni.ge-სთან ნაყოფიერი​ თანამშრომლობისთვის დაჯილდოვდა
24-06-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლის პედაგოგი ნატალია ქარჩაიძე საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა - etaloni.ge სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დიპლომებით დააჯილდოვა.

ნატალია ქარჩაიძე სკოლის სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობს და ცოდნის პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგას.

„დიპლომის მონიჭება თქვენი მხრიდან ნამდვილად სასიამოვნო ჟესტი იყო, რისთვისაც მადლობას გიხდით, სამომავლოდ ისევ აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას“,- გვწერს პედაგოგი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203