ტყიბულის N6 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
24-06-2022
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობასა და ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
IIIბ კლასის მოსწავლეები, მშობლები და კლასის დამრიგებელი მზისერ ბრეგაძე ექსკურსიაზე იყოფებოდნენ. მათ ქუთაისში ნიღბების თეატრი მონახულეს და სპექტაკლი „პეპი გრძელიწინდა“ ნახეს. შემდეგ კი სათაფლიის ნაკრძალი დაათვალიერეს.
ექსკურსიის ბოლოს, ისინი მოწამეთაშიც იმყოფებოდნენ.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
„თითოეულმა მოსწავლემ ნანახ სპექტაკლზე თავისი აზრი გამოთქვა. მათზე დიდი შთაბეჭდილება დინოზავრის ნაკვალევმა მოახდინა. ბავშვებმა პედაგოგთან ერთად ,ექსკურსიის დასასრულს მოწამეთას ტაძარი მოილოცეს, სადაც მოინახულეს დავით და კონსტანტინეს ნეშთი და მოისმინეს მათი ისტორიული წარსული. მოსწავლეები დიდი შთაბეჭდილებებით აღსავსე დაბრუნდნენ შინ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს