ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში მე-6 კლასის მოსწავლეებს ტესტირება ჩაუტარდათ 
24-06-2022
ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, სასწავლო წლის განმავლობაში, ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავდნენ. 

სწორედ მიზნით, ჩატარდა ტესტირებაც, რომელშიც მე-6 კლასის 65 მოსწავლე მონაწილეობდა.

სადიაგნოსტიკო ინტეგრირებული ტესტი სკოლის პროექტის „სასწავლო პროცესის ანალიზი - მოსწავლეების კეთილდღეობისათვის“ ფარგლებში, საპროექტო ჯგუფმა შეიმუშავა. 

პროცესი ელექტრონული რესურსების გამოყენებით მიმდინაროებდა. მოსწავლეებმა დიდი მონდომებით იმუშავეს და თავიანთი შესაძლებლობები და ცოდნა წარმოაჩინეს. 

ტესტები შემდეგ პედაგოგებმა გაასწორეს და განმავითარებელი შეფასება დაწერეს.

„სკოლამ ჩაატარა დაწყებითი საფეხურის დამთავრების ტესტირება. ტესტი და 8 საგნის დავალება ინტეგრირებული იყო Microsoft One Note პროგრამაში, რაც საშუალება მოგვცა დავზოგოთ მატერიალური რესურსები და ერთდროულად სამ სივრცეში ჩავატარეთ დიაგნოსტიკური წერა. OneNote ClassNotebook გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მშობელმა თვალი ადევნოს თავისი შვილის მუშაობას „ლაივში", რისთვისაც მათ მიეწოდა შესაბამისი ინდივიდუალური ლინკები. 
საპროექტო ჯგუფი დაამუშავებს მიღებულ მონაცემებს და გამოაქვეყნებს შედეგებს, რამდენად რელევანტულია შეფასება ჩვენს სკოლაში და რა დონის მოსწავლეები გვყავს დაწყებითი საფეხურის ბოლო კლასში“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203