გუმბრინის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა დაუვიწყარი ოთხი წელი ღონისძიებით შეაჯამეს
24-06-2022
გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სკოლაში, 8 ივნისს მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება - „ოთხი წელიც გაფრენილა“ გაიმართა.

ბავშვებმა ლიტერატურული ნომრებით ოთხი წლის შრომის შეჯამება წარადგინეს. მეოთხეკლასელები დამრიგებელმა, ლია მიშვიძემ  სხვადასხვა ნომინაციაში მიღწეული შრომისა და წარმატებისთვის დააჯილდოვა.

ღონისძიების ბოლოს კი სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203