თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელები დაიმსახურეს
24-06-2022

თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისათვის დაჯილდოვდნენ.

მე-8 კლასის მოსწავლეებმა ზურა პაპუნაშვილმა და ნინი ნაროზაულმა ოქროს სიგელები დაიმსახურეს. კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

სკოლა მათი მიღწევით ამაყობს და წარმატებას უსურვებს.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტუალური კონკურსი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203