ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში სამეცნიერო-სასწავლო პიკნიკი გაიმართა
24-06-2022
ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის დასრულებასთან დაკავშირებით სკოლაში მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება - პიკნიკი გაიმართა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა გასული წელი შეაჯამეს.
„დასრულდა 2021-22 სასწავლო წელი! ბევრი ვიმუშავეთ და ბოლო დღეს მოვაწყვეთ სამეცნიერო-სასწავლო პიკნიკი, სადაც მოსწავლეებმა სკოლას, თემს გაუზიარეს რა ისწავლეს წლის განმავლობაში, როგორი საინტერესო სასწავლო წელი ჰქონდათ, როგორ გაუმკლავდნენ ახალ გამოწვევებს. ძალიან საინტერესო დღე იყო“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო