ორგორის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს ღონისძიებით გამოემშვიდობნენ
24-06-2022
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

IV კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით გამოემშვიდობნენ პირველ მასწავლებელს. მადლობა გადაუხადეს ყველა მასწავლებელს მათზე ზრუნვისა და ამაგისათვის.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის „დედაენაზე“. ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით გადმოსცეს დედაენისა და სამშობლოს სიყვარული.

კლასის დამრიგებელმა, ინგა ნარიმანიძემ მოსწავლეები მისალოცი ბარათებით დააჯილდოვა და წარმატებული მომავალი უსურვა ბავშვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203