„ეს ოთხი წელიწადი“- თბილისის N31 სკოლაში IV კლასის მოსწავლეთა გრანდიოზული გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
24-06-2022
თბილისის N31 საჯარო სკოლაში IV კლასის გრანდიოზული გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. 

მეოთხეკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს, რაც მრავალფეროვანი, საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიებით - „ეს ოთხი წელიწადი“, აღნიშნეს. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდოემებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

ისინი სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. 

ღონისძიება პედაგოგ ნათია აბულაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. მას საპატიო სტუმარი პოეტი ლელა გაბური ესწრებოდა. 

„დიდი მადლობა ჩვენს საპატიო სტუმარს - პოეტ ლელა გაბურს სტუმრობისთვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203