ქუთაისის N15 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ენდელაძის წარმატება კალიგრაფიის კონკურსში
24-06-2022
ქუთაისის N15 საჯარო  სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები არაერთ მნიშვნელოვან კონკურსში მონაწილეობდნენ და წარმატებებსაც აღწევდნენ.

მათ, შორის მოსწავლე ელენე ენდელაძე კალიგრაფიის კონკურსში - „ქართული ხელნაწერი“ მონაწილეობდა და სერტიფიკატი დაიმსახურა. ელენე კონკურსში უკვე მეორე წელია რაც მონაწილეობს და საკუთარი ნაწერით ყველას ხიბლავს.

„ქართული, ჩვენი დედაენა, ყველაზე დიდი განძია, რომელიც წინა თაობიდან გადმოგვეცა და დღეს ჩვენი საპატრონოა. მისი არც დაკარგვა შეიძლება, არც დავიწყება... სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა კალიგრაფიის კონკურსი - „ქართული ხელნაწერი“, რომელიც ყოველ წელს ტრადიციულად ტარდება ჩვენს ქალაქში.

და აგერ უკვე მეორე წელია ელენე ენდელაძე გვახარებს თავისი წარმატებით, გვხიბლავს და გვაოცებს მისი ნაწერი... თითოეული ასო საოცარი სინაზითა და სიყვარულითაა შესრულებული!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203