„მზის სხივი მუსიკაში“- ქუთაისის N12 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტის პრეზენტაცია გამართეს
24-06-2022
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობასა და ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.

VI კლასის მოსწავლეებმა ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში საინტერესო პროექტის - „მზის სხივი მუსიკაში“ პრეზენტაცია გამართეს. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ კომპოზიტორის შესახებ ინფორმაცია მოიძეს და ზაქარია ფალიაშვილის ბიოგრაფია და შემოქმედება სხვებსაც გააცნეს. 

მოსწავლეთა მუსიკის მასწავლებელი რუსუდან აბაშიძე, ხოლო კლასის ხელმძღვანელი მაია რობაქიძეა.

„პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაგეგმეს და განახორციელეს მრავალფეროვანი აქტივობები და კვლევები, რათა უფრო ღრმად გაცნობოდნენ და გაეცნოთ საზოგადოებისათვის თანაქალაქელი კომპოზიტორის ბიოგრაფია და შემოქმედება“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203