„ჩემი საყვარელი ქალაქი“- მიქელეფონის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება 
24-06-2022

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლის მოსწავლეები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობასა და ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. 

პედაგოგები მათ სხვადასხვა საინტრესო აქტივობას სთავაზობდნენ. მათ შორის იყო რუსული ენის მასწავლებლი სვეტლანა შარაშენიძე. 

მისი ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების „ჩემი საყვარელი ქალაქი“ პრეზენტაცია გამართეს. მათ ქალაქეიბი აირჩიეს, მათ შესახებ ინფორმაცია მოიძეს და ვრცლად ისაუბრეს. 

მოსწავლეებმა ქალაქ კიევზეც გაამახვილეს ყურადღება. აჩვენეს ფოტოები თუ როგორი იყო ეს ქალაქი ომამდე და როგორია ახლა. 

„მოსწავლეებმა გამოუცხადეს სოლიდარობა უკრაინას და შეასრულეს სიმღერა „ჩერვონა კალინა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეოები:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203