მიქელეფონის საჯარო სკოლიდან 2022 წლის კურსდამთავრებულები საზეიმო ვითარებაში გააცილეს
24-06-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი, განთავსებული იყო შესაბამისი დეკორაცია და მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.

მათ სკოლა დამეშვიდობა და წარმატები უსურვა.

„ყველაზე ლამაზი დღეა ამ პატარა გოგო ბიჭებისთვის .მათ გადალახეს ცხოვრების ერთი საფეხური და შეუდგნენ სამზადისს ახალი ეტაპისთვის ,მართალია, ზოგიერთს ერთმანეთის გარეშე მოუწევს ამ გზაზე სიარული, მაგრამ ეს თბილი წლები არასდროს დაავიწყდებათ. ბევრი ფრაგმენტი გაიხსენეს ერთმანეთთან ურთიერთობიდან და ამას მიუძღვნეს ეს ლამაზი ღონისძიებაც. მართლაც სასიამოვნო საღამო აჩუქეს მათ ერთმანეთს და რაც მთავარია, მათ გვერდით ჰყავდათ საოცარი ქალბატონი, რომელმაც არაფერი დაიშურა მათი გახარებისთვის და მართლაც რომ მოლოდინს გადააჭარბა მისმა ჩანაფიქრმა. მადლობა ქალბატონ ქეთევან ნიკოლეიშვილს ამ ლამაზი ჩანაფიქრისთვის, გვერდით დგომისთვის და მხარდაჭერისთვის .ანანო, ელენე, ანი, ლუკა, თეკლა, ანამარია - გისურვებთ ულევ სიხარულს,წარმატებებს და გვეამაყოს თქვენით მუდამ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეოები:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203