კვირიკეთის საჯარო სკოლაში მოსწავლე თორნიკე კვაჭანტირაძემ პირის ღრუს ჰიგიენის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარა
24-06-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი გარემო იყო შექმნილი და ბავშვები სხვადასხვა პროექტებზე ხალისით მუშაობდნენ.

​მათ შორის, ბიოლოგიაში სასწავლო პროექტი - „პირის ღრუს ჰიგიენა“ ჩატარდა, რომლის ფარგლებში პრეზენტატორი მეათე კლასის მოსწავლე თორნიკე კვაჭანტირაძე გახლდათ, ხოლო ხელმძღვანელი ასმათი ლომაძე იყო.

აღსანიშნავია, რომ თორნიკემ დამსწრე საზოგადოებას თემის ირგვლივ მეტად საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მიაწოდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203