კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფრენბურთის გუნდმა თსუ დაამარცხა
23-03-2018
საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გამართულ 2018 წლის I ლიგის თამაშში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი, თსუ-ს დაუპირისპირდა.
უნივერსიტეტის გუნდმა სამი პარტიიდან ორის მოგება შეძლო და შეხვედრის გამარჯვებული გახდა. თამაშის საბოლოო ანგარიში 2:1 დაფიქსირდა.
კსუ-ს ფრენბურთელებიდან თავი გამოიჩინეს - გიორგი ბაკურაძემ, ბორია ბეჯანიშვილმა და გიგა ბენიძემ. გუნდის მწვრთნელი 2017 სასწავლი წლიდან დავით ლიპარტალიანი გახლავთ.
კსუ-ს ფრენბურთელებმა, I ლიგის თამაშები წარმატებით დაიწყეს, სწორედ ამ ლიგის საბოლოო ანგარიშის მიხედვით გაირკვევა საქართველოს უმაღლეს ლიგაში გადასული გუნდების ვინაობაც.
შეგახსენებთ, რომ უახლოესი თამაში, 24 მარტს გაიმართება, სადაც უნივერსიტეტის ფრენბურთელები „რუსთავს“ დაუპირისპირდებიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს