თბილისის N103 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა თბილისისა და მცხეთის ღირსშესანიშნავი ადგილები დაათვალიერეს
24-06-2022

თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობასა და ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. 

მათ სხვადასხვა საინტრესო აქტივობა განახორციელეს. III კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ დალი კიკნაძის ხელმძღვანელობით, გასვლით გაკვეთილებზე იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეებმა მცხეთისა და თბილისის ღირსშესანიშნავი ადგილები დაათვალიერეს და აქტივობაში ხალისით ჩაერთნენ.

ვიზიტების მიზანი იყო მოსწავლეებს უკეთესად გაეცნოთ საკუთარი სამშობლო, ენახათ საქართველოს ძველი და ახალი დედაქალაქები.

„მოსწავლეებმა გაიაქტიურეს წინარე ცოდნა და მოისმინეს ახალი ინფორმაცია თბილისისა და მცხეთის ისტორიისა და მათთან დაკავშირებული ისტორიული პიროვნებების, ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203